21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქად ითვლება. ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ადამიანებთან მარტივად დაკავშირება, მნიშვნელოვანი სიახლეების გაგება, გართობა, და ფაქტიურად, ცხოვრება გაამარტივა. თუმცა ამ და სხვა სიკეთეებთან ერთად ტექნოლოგიებმა ახალი საფრთხეებიც წარმოშვა. უფრო მარტივი გახდა ადამიანის ცნობიერების მართვა, როგორც პოლიტიკური თუ ეკონომიკური იარაღი. დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია ადამიანის გონების მართვის ყველაზე მარტივი იარაღი აღმოჩნდა.
დღეს კი სწორედ ასეთ დეზინფორმაციაზე ვისაუბრებთ.
2023 წლის 30 მაისს Facebook “ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მსოფლიო წესრიგის შეცვლის საფრთხის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში წარმოდგენილმა პოლიტიკოსებმა განცხადებები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და სხვა კონტექსტში გააკეთეს. პოლიტიკოსების სიტყვები რეალურად დამახინჯებულია და მათ სიტყვებში სულ სხვა შინაარსი იგულისხმება. მანიპულაციური მონტაჟი გამოყენებულია მცდარი აზრის შესაქმნელად და ადამიანების დასაშინებლად. ვიდეო შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
კონსპირაცია მსოფლიო დღის წესრიგის შესახებ
"ახალი მსოფლიო წესრიგის" შეთქმულების მომხრეები თვლიან, რომ არსებობს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ელიტა, რომელთა მიზანია ახალ მსოფლიო დღის წესრიგის შექმნა.
ისინი მიიჩვევენ, რომ მსოფილიო წესრიგი იქმნება გლობალური, მიმდინარე შეთქმულების გზით, რათა გავლენა მოახდინოს მედიაზე, პრესაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიაზე. საზოგადოების მანიპულირების შედეგად ითესება შიში მოსახლეობაში და იწყება ისტერია. შიშით გამოწვეულმა მასობრივმა ისტერიამ კი შესაძლოა დამანგრეველი ზიანი მიაყენოს მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებას.
პოლიტიკოსების განცხადებები ვიდეოში მანიპულაციურადაა გამოყენებული
ვიდეო იწყება ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის სიტყვებით:
’’ვაპირებ სიმართლე გითხრათ, ჩვენი ყველაზე ბნელი დღეები ჩვენ წინ არის და არა ჩვენს უკან. ახლა დროა, როცა ყველაფერი იცვლება, ჩვენ მივდივართ ახალი მსოფლიო წესრიგისკენ."
“I’m gonna tell you the truth:our darkest days are ahead of us, not behind us.And now is a time when things are shifting. We’re going to — there’s going to be a new world order out there, and we’ve got to lead it.”
რეალურად, ჯო ბაიდენის სიტყვები დამახინჯებულია და ორი სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადება შეერთებულია მცდარი აზრის შესაქმნელად. მან პირველი განცხადება covid 19-ის პერიოდში გააკეთა და განცხადებაც სწორედ კოვიდის ვირუსს ეხებოდა და არა მსოფლიო დღის წესრიგის შეცვლას. სიტყვა კოვიდი მთლიანად ამოჭრილია პირველი განცხადებიდან.
იხილეთ ვიდეო ქვემოთ:
მეორე განცხადება “ ახლა დროა, როცა ყველაფერი იცვლება, ჩვენ მივდივართ ახალი მსოფლიო წესრიგისკენ” კი გაკეთებულია 2022 წლის 21 მარტს, ვაშინგტონში, ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს. ბაიდენმა შეხვედრაზე ისაუბრა ამერიკის საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და კერძო კომპანიების გადაწყვეტილებაზე დაეხურათ ოპერაციები რუსეთში უკრაინის სოლიდარობის მიზნით. სწორედ ამ კონტესტში აღნიშნავს ის “ ახლა არის დრო, როდესაც ყველაფერი იცვლება. ჩვენ ვაპირებთ - იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი და ჩვენ უნდა ჩვენ უნდა გავაერთიანოთ დანარჩენი თავისუფალი სამყარო ამაში.” გამოსვლის სრული ტექსტი ქვემოთ არიც მოცემული.
https://www.whitehouse.gov/briefing-room/speeches-remarks/2022/03/21/remarks-by-president-biden-before-business-roundtables-ceo-quarterly-meeting/
ვიდეოს ავტორებმა ნაწყვეტები ახალ მსოფლიო წესრიგის თეორიას მანიპულაციურად დაუკავშირეს და ისინი შეთქმულების თეორიის განსამტკიცებლად გამოიყენეს.
გავრცელებულ ვიდეოში ასევე ვხვდებით ნაწყვეტს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოსვლიდან:
"ჩვეულებრივი კაცები და ქალები ძალიან მცირე მოაზროვნეები არიან საკუთარი საქმეების სამართავად" და "ეს წესრიგი და პროგრესი შეიძლება მოვიდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდები დათმობენ თავიანთ უფლებებს".
ობამას სიტყვა ამ შემთხვევაშიც დამახინჯებულია და ეს სიტყვები რეალურად სულ სხვა კონტექსტშია ნათქვამი. სინამდვილეში ყოფილმა პრეზიდენტმა გამოსვლის დროს სწორედ მსგავსი აზროვნების წინააღმდეგ გაილაშქრა.
ვიდეო ამოღებულია პრეზიდენტ ობამას მიერ 2014 წლის 26 მარტს ბრიუსელში ნატოს და ევროკავშირის მოკავშირებთან შეხვედრაზე გაკეთებული გამოსვლიდან. ობამამ ისაუბრა საჭიროებაზე, რომ ნატომ გააძლიეროს პოზიციები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც თავს დაუცველად გრძნობდნენ რუსეთის უკრაინიის ანექსიის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება იცხოვროს, როგორც მოესურვება, რომ ძალაუფლების სათავე ხალხის თანხმობაშია და არა პირიქით. რუსეთი კი ალტერნატიულ თეორიას ავითარებს, რომ “ჩვეულებრივი კაცები და ქალები ძალიან მცირე მოაზროვნეები არიან საკუთარი საქმეების სამართავად...”
ობამა თვლის, რომ სწორედ რუსეთი ეწევა პროპაგანდას თეორისსა, რომ “ჩვეულებრივი კაცები და ქალები ძალიან მცირე მოაზროვნეები არიან საკუთარი საქმეების სამართავად.”
როგორ გამოვიცნოთ, რომ ვიდეო გაყალბებულია?
მე ეს მეთოდები გამოვიყენე:
1. გადავამოწმე გაკეთებული განცხადებების შინაარსი ‘google’ის გამოყენებით.
ამ მიზნით გამოვიყენე ზუსტი ფრაზების გადამოწმების ტექნიკა და ციტატები მოვძებნე ბრჭყალის გამოყენებით, როგორც google გვირჩევს.
თუ ეს ტექნიკა თქვენთვის საკმარისი არ არის, google-ს ძებნის სხვა რჩევებსაც გვთავაზობს:
https://support.google.com/websearch/answer/134479?hl=en
2. ამოვჭერი ვიდეოდან მნიშვნელოვანი კადრები ფოტოს ფორმატში და გამოვიყენე ფოტოს გადამოწმების ტექნიკები
გამოყენებული წყაროები:
1. გავრცელებული ყალბი მასალა იხილეთ შემდეგ გვერდზე: https://www.facebook.com/reel/5658228554232106?fs=e&s=m
2. ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია) - ვიკიპედია (wikipedia.org)
3. მედიაწიგნიერების გზამკვლევი: Guidelines-web.pdf (mythdetector.ge)
Comments
Post a Comment