როგორ აისახება კლიმატის ცვლილება მყინვარების დნობის პროცესზე?

 როგორ აისახება კლიმატის ცვლილება მყინვარების დნობის პროცესზე?


რა არის მყინვარი?

მყინვარი დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის მასაა. მყინვარი არის იქ, სადაც თოვლი ბევრად მეტი მოდის, ვიდრე დნება და ტემპერატურა დაბალია.

არსებობს მყინვარის რამდენიმე სახეობა: ხმელეთის (ანტარქტიდა, გრენლანდია), შელფური და მთის. მსოფლიო მყინვარების საერთო ფართობი ხმელეთის ზედაპირის 11 %-ს შეადგენს.







რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და რა გავლენას ახდენს ის მყინვარებზე? 

   სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილება თანამედროვებისათვის ზოგადსაკაცობრიო საკითხი და ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი პრობლემაა, რაც სამწუხაროდ მყინვარებზეც ახდენს უარყოფით ზეგავლენას. კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზი სათბურის აირებია. ადამიანის საქმიანობა ( გამონაბოლქვის გამოყოფა, ტყის გაჩეხვა, ქარხნების მუშაობის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი და ა.შ.) ხელს უწყობს სათბური აირების(CO2) გამოყოფას, ოზონის შრის შეთხელებას და შესაბამისად, გლობალური დათბობის, კლიმატის ცვლილების ხელშეწყობას. 


გლობალური დათბობა უარყოფით გავლენას ახდენს მყინვარებზე. კლიმატის ცვლილების შედეგად დნება მყინვარები, მაღლა იწევს თოვლის ხაზის სიმაღლე, მცირდება პოლარული ყინულის ქუდები, იწევს ზღვის წყლის დონე და მოდის ბევრი ნალექი, რასაც მოჰყვება წყალმოვარდნები და ტბორი.



 

  მაგალითისთვის:

 * 1994 წლიდან 2017 წლამდე დედამიწამ 28 ტრილიონი ყინული დაკარგა კლიმატის         ცვლილებით გამიწვეული დნობის შედეგად;

* მსოფლიო ოკეანის წყლის დონემ საშუალოდ 34,1 მმ-ით მოიმატა;

* ყინულის კარგვის მაჩვენებელი გაიზარდა 57%-ით;

* შელფურმა მყინვარმა მილნიმ ყინულის მოცულობის 43% სულ რაღაც ორ დღეში დაკარგა;



* ანტარქტიდის სწრაფად მოძრავმა შლფურმა მყინვარმა 14მლრდ ტონა ყინული უკვე დაკარგა;

* უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მყინვარული საფარი 30%-ით შემცირდა. 

* ბოლო 100 წლის განმავლობაში ზღვის დონემ 200მ-ით აიწია. 

* 1992 წლიდან მოყოლებული, კუნძულ გრენლანდიაზე 3,8 ტონა ყინულინ დადნა, ხოლო დნობის ტემპი 33 მილიარდი ტონიდან ბოლო ათწლეულში 254 მილიარდამდე გაიზარდა. 

* 1990 წელთან შედარებით, 7-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს გრენლანდიაზე დნობის პროცესი. 



ასევე, არსებობს უფრო მეტად საფრთხისშემცველი სტატისტიკური მონაცემები, თუ კლიმატის ცვლილება კვლავ ასეთ სწრაფ ტემპში გაგრძელდება:


* 2035 წლისთვის ყინულის ფენა არქტიკის ოკეანეში, შესაძლოა, მთლიანად გაქრეს;

* თუ ტუეიტსა დადნება, ზღვის დონე 60სმ-ით მოიმატებს, ხოლო თუ ახლომდებარე მყინვარებსაც " თან წაუყოლებს", ზღვის დონე 3მ-ით აიწევს;

* ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების თქმით, მყინვარი ტუეიტსა საბოლოოდ შესაძლოა 2050 წლისთვის დაიშალოს. 



* თუ ანტარქტიდის მყინვარული საფარი მთლიანად დადნა, ზღვების დონე 70მ-ით მოიმატებს.

* 2022 წლის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ანგარიშისა და დასკვნის მიხედვით, სათბური აირებისა და ტემპერატურის მატების ყველაზე დაბალი ნიშნულის შემთხვევაშიც კი, 2100 წელს ზღვის ზედაპირის დონე 0,3 მეტრით მოიმატებს. 





დნება თუ არა მყინვარები მთებში?


მყინვარების დნობა მთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს:
* აფრიკაში კილიმანჯაროს ყინულის საფარის 80% გამქრალია;

* ალპებში მყინვარები ყოველწლიურად 40მ-ით იხევს უკან, ჰიმალაებში - 80მ-ით, საქართველოს მთებში 10-15მ-ით;



* საქართველოში მდებარე ჭალაათის მყინვარი 1960-იანი წლებიდან მოყოლებული 750 მეტრით დამოკლდა.

 ამიტომ, კლიმატოლოგები ვარაუდობენ, რომ 2060 წლისთვის ჰიმალაის მყინვარის 2/3, ხოლო 2100 წლისთვის ყველა მყინვარი დადნება.



კლიმატის ცვლილება უარყოფითად მოქმედებს მყინვარების დნობის პროცესზე, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ცხოველებს(მაგალითად, ზღვის დათვებს), ასევე ზღვის ბინადრებს, ფლორას, ფაუნას, ადამიანებს და მთლიან პლანეტას. ამიტომ, მნიშვნელოვანია შემცირდეს კლიმატის ცვლილებითა და მყინვარების დნობის შდეგად გამოწვეული კატასტროფები როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში.



გამოყენებული წყაროები: www.wikipedia.com;  გეოგრაფიის სახელმძღვანელო, მე-11 კლასი. 

ბლოგის/სტატიის ავტორი: მარიამ ბროლაძე.

Comments

Popular posts from this blog

ბედნიერი ქალობა

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უშვილობას იწვევს?! - მითი vs. რეალობა