ბედნიერი ქალობა
ბედნიერი ქალობა
გაზაფხულიც მოვიდა. მე გაზეთ "georgian times"-ში განვაგრძე მუშაობა. ყველაფერი ძველებურად იყო. უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მე-2კურსზე ვიყავი. წვიმიან ამინდში, ჩემი ძმა გია მომაცილებდა ხოლმე და სწრაფად თავის სამსახურში გაიქცეოდა. ჩემთან ერთად ერთი შავტუხა ბიჭი სწავლობდა. ყოველ დილას, სასწავლებელში ჯერ მე შევხედავდი, მერე ის შემომხედავდა და ერთმანეთს გავუღიმებდით. თანდათან უფრო დავვახლოვდით. კინოში მეპატიჟებოდა, მეც მიხაროდა და ბედნიერების თითოეული წამით ვტკბებოდი. გიას ყველაფერს ვუყვებოდი. ჩემ სიხარულს ყოველთვის იზიარებდა. ეს ამბავიც რომ ვუთხარი, აღფრთოვანებისაგან ცრემლები წამოუვიდა და დედას უთხრა: დედა, მიულოცე ჩვენ პატარა ქეთინოს, ჩვენ პატარა შვილს, მას დიდი გრძნობა ეწვია! ყოველ ღამე შავტუხა ბიჭი მირეკავდა და მეც მთელი ღამე ველაპარაკებოდი. იმ შავტუხა ბიჭმა, გრძელი, შავი, ნუშისებრი თვალებით მომაჯადოვა. კუპრივით შავი თმები მზეზე სპილოს ძვალივით პრიალებდა. თეთრი სახე და წითელი ლოყები მზესავით მძვინვარებდა მის კანზე.
გავიდა დრო. და ავთოს (შავტუხა ბიჭს) ცოლად გავყევი. შეგვეძინა ჩვენი პატარა პიირველი გოგონა, რომელსაც მარიამი დავარქვით. მარიამობას გავიგეთ, რომ ყველასათვის საოცნებო სიყვარულის გამაერთიანებელ და განმამტკიცებელ ენით აღუწერელ გრძნობას ველოდებოდით.
დაიბადა ჩვენი პატარა ნუგეშმა, სასოებამ, ზღვის ტალღამ, ზღვის ქარიშხალმა, იმედმა ფეხი აიდგა და ჩემ ერთადერთ ძმას ის ისეთი დიდი სიყვარულით ეჭირა ხელში. გულზე ჰყავდა მიხუტებული და თვალებ დახუჭული.
მარიამი გაიზარდა და ენაც ამოიდგა. დაიწყო ენის ტიკ-ტიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭარტალი და აღარ აჩერებდა იმ დიიიდ ენას, რომელიც სულ გარეთ ჰქონდა გადმოვარდნილი, თითქოს საჭმელი ციდან მოდიოდა. თავის თავს დღემდე მაიაის ეძახის. მოფერებით მაიაის ვეძახით.
გიას მაიაი განსკაუთრებულად უყვარდა, საკუთარი შვილივით ექცეოდა.
4დეკემბერი. საღამოს 5საათი. 2008 წელი... მე, ავთო და მაიაი დედასთან და მამასთან მოვედით. ავდივართ სახლის ძველ, კიბეებზე... შევდივართ ძველ, ჭუჭყიან ლიფტში, სადაც სიგარეტის ნამწვები ეგდო და თამბაქოს სუნს გაჰქონდა იქაურობა. ლოფტი გაჩერდა... ისმის... ხმებიი... "არრაა!!", "ღმერთო"... "ეს არ გამიკეთო... გთხოვ"... "რატოომ?!"... ისმის ტირილი, ყვირილი, ბღავილი... მეზობლები ყველანი ჩვენ სახლში შეჭრილან...ყველას ნამტირალები სახე აქვს...
შევდივართ ოთახში... დედაჩემი ზის საწოლზე და კალთაში გიას ფეხები უჭირავს და უთბობს... მამაჩემი მუშტებს იქნევს არტყავს მაგიდას, სკამებს, კარადებს... ცდილობს გააჩეროს უცებ გაჩეჯილკ ზღვის დიდი ტალღა, დიდი ზვირთი, მაგრამ ვერ აჩერებს.... ცდილობს "აღადგინოს" ჩამოშლილი კლდის ნაპრალები, რომელიც ზღვის ზვირთებმა ჩამოანგრიეს, მაგრამ ვერ "აკეთებს"! ცდილობს შეაჩეროს მიწისძვრა, მაგრამ ვერ აჩერებს! გია! ჩემი გია! ჩემი სიმღერა! ჩემი ცეკვა! ჩემი ზღვა! ჩემი ჩანჩქერი! ჩემი მთები!ჩემი ძ-მ-ა! ჩემი ყველა-ფერი აღარ არის! წეღან იყო და ახლა აღარ არის...
გიამ ჩვენი ნახევარი სიცოცხლე წაგვართვა და თან წაიღო. ახალგორში, სოფელში დავასაფლავეთ. ყველას გულში დატოვა სიცარიელე...
მე ისევ "georgian times"-ში ვმუშაობდი. გადატვირთული ვიყავი.მუდამ გიაზე ვფიქრობდი.
მალე ნიკო შეგვეძინა. პატარა ნიკომ ჩემი სიცოცხლე გააფერადა, გამიხალისა ცხოვრება. პატარა ნიკო მაიაის დასდევდა.
დღემდე მენატრება ჩემი ძამიკო, რომელიც ახალგაზრდობაშივე გარდაიცვალა, მაგრამ მე მის სიკვდილზე აღარ ვდარდობდი. ხაჩო (ასე ეძახდნენ მეგობრები) ხშირად გამომეცხადებოდა სიზმრებში. ჩემმა შვილებმა მთლიანად გადაფარეს ის დიდი ტკივილი, რაც ჩვენ ოჯახს ხვდა წილად.
მალე გავიდა დრო. ნიკო გაიზარდა ყოველთვის გვაოცებდა თავისი ტალანტებით. ერთხელ ლალი ნათლიას ურეკავს და ეუბნება"
- ლალი ნათლია, გილოცავთ დაბადების- დღეს! სულ ნათელში იყავით! ნათელი და სანთელი თქვენ!
აი ასე გვამხიარულებდა ნიკო.
მალე მესამე ბიჭიც შეგვეძინა. მას გია დავარქვით, რომელიც ძალიან გავდა ხასიათებით ჩემ ძმას. ნიკო ამერიკაში სწავლობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში. ამას გარდა microsoft-ში მუშაობს და მე მისით უზომოდ ვამაყობ!
მალე პატარა ანიც შემოუერთდა ჩვენ ოჯახს.
ანი ახლა იურისტია.
ასევე ის ქალთა უფლებებისათვის იბრძვის. მან ახლახან წამოიწყო კამპანია -" ერთად ავღანელი ქალებისთვის!".
მაიაი კი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული მსახიობია.
მე, ბედნიერი ქალი ვარ! ჩვენ ახლა დიდი ოჯახი ვართ!
Comments
Post a Comment