20 ოქტომბერი
მოკლედ დღიურის შექმნა გადავწყვიტე. სულ მინდოდა შემექმნა და ვერ ვიწყებდი. ხოდა ახლა ამის შესაძლებლობა მომეცა. ჩემმა ქართულის მასწავლებელმა დამავალა. ძალიან მომეწონა ეს იდეა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემი დღიური განსაკუთრებული უინტერესობით იქნება გამორჩეული, რადგან განსაკუთრებით ამ პერიოდშიი ამ ვირუსის დროს ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუმცა, ვფიქრობ, იმისათვის რომ უფრო საინტერესო იყოს ჩემი დღიური, ჩემს ტკბილ მოგონებებს გაგიზიარებთ.
დღეს ბევრი სამეცადინო მქონდა. ჩემ კლასელთან ერთად თიკასთან ერთად ვმეცადინეობდი. ვფიქრობთ, ასე უფრო სახალისოა სწავლის პროცესი. არ ვარ კმაყოფილი ჩემი დროის განაწილების პროცესით. თავისუფალი დრო არ მრჩება. არც იმისთვის, რომ დამატებით ვიმეცადინო ინგლისური. ზოგადად ასეთი ბუნების ვარ.
ცუდი ამბები: კორონა ვირუსის ახალი შემთხევევები დაფიქსირდა და ახლა პირიქითაა მდგომარეობა. იტალიასა და გერმანიაში კარგი მდგომარეობაა, ხოლო საქართველოში დაახლოებით 1200 შემთხევვა დაფიქსირდა, რაც საგრძნობლად ზრდის კოვიდის გავრცელების რისკს. ეს კიდევ არაფერი, ჩვენ მეზობელს დაუდგინდა!!! ისე მოიხადეს, რომ არც იცოდნენ. რაღაც უბრალო გრიპი ეგონათ. დედა არსად გვიშვებს სახლში ვართ. არადა ძალიან მინდა გარეთ გასვლა და გასეირნება!!! განსაკუთრებით ასეთ ამინდში, როდესაც ბუნება გიხმობს თავისკენ <3
ამ წელს გაცილებით გვიან აცივდა და კარგი ამინდებია. თუმცა რას ვიზამთ :( ჯობს ყველანი სახლში დავრჩეთ და ჩვენი ოჯახის წევრები რისკის ქვეშ არ დავაყენოთ.
არადა როგორ მენატრება ზაფხული!!! მახსოვს ამ ზაფხულს დედამ რომ ბოტანიკურ ბაღში გაგვასეირნა თავისი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ პროექტზე. როგორი მრავალფეროვანი დღე იყო. ისე ტკბილად მახსენდება. გზა და გზა რაიმე სილამაზე თუ შემხვდევოდა ყველაფერს რომ ვუღებდი; თვალწინ რომ ულამაზესი ხედები იშლებოდა.
მართალია, ძალიან დავიღალეთ, თუმცა ეს დაღლა აშკარად ღირდა. დედამ საცოც კლდესთან წაგვიყვანა და სიხარულისგან მე და ჩემი და-ძმა რომ ადგილზევე ვხტუნაობდით. შემდეგ ჩვენი ძალებით მოვსინჯეთ კლდეზე ცოცვაში.
რა კარგი დრო იყო.
თუმცა, სამაგიეროდ, მეტი დრო დამრჩება სწავლისთვის. ვფიქრობ დღეისათვის საკმარისი იყო აბა ხვალამდე, ჩემო ძვირფასო დღიურო.💗💗💗
21 ოქტომბერი
ძვირფასო დღიურო!
დღეს 21 ოქტომბერია! გაინტერესებს ასე რატომ დავიწყე დღიურის წერა? გადავწყვიტე ანა ფრანკის დღიურის წერის სტილს მივბაძო მაგალითად ის ხომ იწყებს წერას ასე : "ძვირფასო კიტი" ხოდა მე გადავწყვიტე დავიწყო ფრაზით: " ზვირფასო დღიურო" დღეს ქარიანი დღეა. არც ისე კარგი ამინდია. კარგია, რომ შაბათ კვირას ბებოსთან მივდივართ ხოლმე და ეზოშიც გამოვდივართ. იქ უფრო დაცულები ვართ. დღეს ვაპირებ ყურადღება გავამახვილო დროის განაწილებაზე (მენეჯმენტზე) და სწორად დავგეგმო დღე.
საღამოა! ვფიქრობ, კარგად გავანაწილე დრო თავისუფალი დროც დამრჩა და წინასწარ ვიმეცადინე ზოგიერთი საგანი. ახლა დედა და ჩემი ძმა სწრაფად წავიდნენ პროფილაქტიკაში მანქანის თაობაზე. იმედი მაქვს, მალე მოვლენ. ძილის წინ ვაპირებ ვუყურო ისტორიულ ფილმს " ჟანა დარკი". ძალიან მაინტერესებს, თან საინტერესო ფილმი ჩანს, მიმოხილვა წავიკითხე წინასწარ.
ალადების გაკეტებას ვაპირებ ბანანითა და შოკოლადით.
იმედი მაქვს გემრიელი გამომივა. ახლა უნდა წავიდე და ალადები გავაკეთო არ მცალია დროებით!ხვალამდე!!!
22 ოქტომბერი
ძვირფასო დღიურო!
დრეს 22 ოქტომბერია გუშინ როგორც გითხარი ალადების გაკეთებას ვაპირებდი და ძალიან გემრიელი გამომივიდა! როგორც კი ცხობა დავასრულე, მაშიმვე კარებზე ვიღაცამ მოგვიკაკუნა და კარი ბებომ გააღო.
თუ მანამდე ვერ შემამჩნიეთ, გაგიმხელთ, რომ ძალიან ემოციური ვარ. ბებომ ხმამაღლა სიხარულით დაიწყო საუბარი. ხოდა, მე ვიფიქრე, ჩემი საყვარელი ლალი ნათლია მოვიდა მეთქი და ყვირილი მოვრთე სიხარულისგან.
თუმცა გაგიკვირდებათ და არა! სიურპრიზი!!! ჩვენმა მეზობლებმა უგემრიელესი შუები მოგვართვეს გული სიხარულისგან ამევსო!
ისეთი გემრიელი იყო! ახლა 13:17 წუთია ველოდები გაკვეთილის დაწყებას.
ცუდი ამბები: დღეს კორონა ვირუსის 1500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვფიქრობ ეს ხალხი მაინც ვერ გაიგებს, რომ სახლში უნდა დარჩნენ და თავი დაიზღვიონ. მით უმეტეს, რომ თავიანთ მშობლებს რისკის ქვეშ აყენებენ. უსამართლობაა!
ხო მართლა როგორ დამავიწყდა შენთვის მეთქვა! გუშინ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ფილმის ყურება და ალბათ დღეს საღამოს ჩავუჯდები. საღამოს შეგატყობინებ ამის შესახებ და თუ მოვასწარი შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებ!!!
15:46 წუთია მეცადინეობას ვაპირებ დღეს ინგლისური გაგვიცდა😐. სამაგიეროდ ქართულის გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო!!! საინტერესო აზრები მოვისმინე ბავშვებისგან. დისპუტის თემა იყო "მისაღებია თუ არა უფროსების მოზარდებში ურთიერთობაში ჩარევა და მშობელბის მიერ ბავშვების სამეგობრო წრის განსაზღვრა ?
რუსულიც გვქონდა დღეს.მინდოდა გაკვეთილის მოყოლა მაგრამ არ მომაყოლა :( კარგად ვიცოდი გაკვეთილი, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი. ახლა მათემატიკის დაწერას ვიწყებ. იმედი მაქვს ახალ მასალას კარგად გავიგებ. ზოგადად მათემატიკა არ მიყვარს, უფრო ჰუმანიტარულ საგნებს ვუჭერ მხარს. დიდი პითაგორა და ევკლიდე არ დადგება ჩემგან. ახლა უნდა დაგემშვიდობო და საღამოს მოგწერ.
საღამოს 7საათია.დამატებითი ინგლისურის სიტყვები ვისწავლე და ახლა ვახშმობას ვაპირებ. დამატებით ინგლისურს დედა გვამეცადინებს. ინგლისურ ენაზე დაწერილი წიგნი გვიყიდა ჩარლზ დიკენსის "დიდი მოლოდინები". საინტერესო წიგნი ჩანს. შემოკლებული ვერსიაა. მე და ჩემი ძმა ვკითხულობთ, ჯერ 30-გვერდზე ვართ. დედას მოსვლას ველოდები, როცა მოვისიყვარულებ, ფილმის ყურებას ვაპირებთ, ფილმის შთაბეჭდილებებს კი ხვალ გაგიზიარებ.
23 ოქტომბერი
ძვირფასო დღიურო!
დღეს 23 ოქტომბერია! საღამო მშვიდობის! გუშინდელისგან განსხვავებით ძალიან კარგი ამინდია! ბუნება მეძახის და ძალიან ცუდია, რომ არ შემიძლია გავილაღო ბუნებაში ვისეირნო და ფერადი ფოთლების ყურებით დავტკბე.
მახსოვს, მე და ჩემი მეგობრები რომ ვსეირნობდით პარკში ხანაც ფეხით თბილისის ქუჩებში დავსეირნობდით და ხალხს ვაკვირდებოდით, საიდანღაც როკის გამძაფრებული გუგუნი ისმოდა, საიდანღაც - კლასიკური მუსიკები.
შევამჩნევდით საიულივერო მაღაზიებს, კაფეებს, მაღაზიებს, საღამოსკენ დაიწყებოდა მანქანების ქაოსური მოძრაობა, აინთებოდნენ და წყვილ-წყვილად წითელი ციცინათელებივით ანათებდნენ. ყველა სიცოცხლით ტკბებოდა. მენატრება სკოლა, ბავშვები ის სიცოცხლე, რომელიც სამყარომ დაკარგა. მასწავლებლები, რომლებიც სიხარულით ხვდებიან დაბალ კლსელებს და ბავშვებიც კუნტრუშ-კუნტრუშით მიეგებებიან მონატრებულ სკოლას. ზოგს შაურმა ენატრება, ზოგსაც ბურგერი, ხინკლის მოყვარულებს - ნამდვილი ქართული სამზარეულო ენატრებათ. მე კი ის ცოცხალი გარემო მენატრება.
დღეს მამა ჩამოვიდა გერმანიიდან! ალბათ ამ შაბათ-კვირას ვნახავ.
გაიგეთ რა მომხდარა ზუგდიდში?! როგორ დაუყაჩაღებია და მძევლად აუყვანია ხალხი! არანაირ კვალს არ ტოვებდა! კბილამდე შეიარაღებული იყო! ის ცისფერი თვალები რომ უჩანდა, მარტო ალბათ ლინზები ესვა. და ცისფერი კი არა ყავისფერი ან მწვანე ან შავი თვალები ჰქონოდა. ვინ იცის...
გახსოვს, გუშინ რომ გითხარი ისტორიული ფილმის ყურებას ვაპირებ თქო, გუშინ ვუყურე და მინდა შთაბეჭდილებები გაგიზიარო!
საინტერესო ფილმი ჩანდა. თუმცა, მსახიობი ცუდად აზრულებდა ჟანა დარკის როლს. ,ჩემთვის ცოტა არ იყოს და მძიმე საყურებელი ფილმი იყო. მაგრამ ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან თემებზე იყო. ჩემი აზრით, უსამართლო ცხოვრება ჰქონდა ჟანას. ამდენი იბრძოლა საფრანგეთის გამარჯვებისთვის! ბოლოს კი მოკვდა, უსამართლოდ მოკვდა. მოკვდა უსამართლოდ, მაგრამ გმირულად. მან ხომ საფრანგეთს გამარჯვება მოუტანა, მაგრამ ბოლოს მოკვდა. მაგრამ მე ყველაზე მეტად გრანგების მეფეზე გავბრაზდი. მას მხოლოდ ტახტი და სიმდიდრე ანაღვლებდა და მეტი არაფერი. ჟანს დაჰპირდა რომ ჯარს გამოუგზავნიდა, მაგრამ სად იყო ჯარი ??? როდესაც იმედგაცრუებული ჟანა მეფეს მიუვარდა მას არც არაფერი ანაღვლებდა და ხალხი რომ ორლეანისა და პარიზის გადასარჩენად იბრძოდა. ეს მეფე ნებივრობდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მაგრამ ეს არაფერი, როდესაც ინგლისელებმა ტყვედ ჩაიგდეს ჟანა, საფრანგეთის მეფემ არაფერი მოიმოქმედა. მას ჰქონდა შანსი, რომ გადაერჩინა ჟანა და ფული გადაეხადა მის სანაცვლოდ. მაგრამ არა, მას მხოლოდ ტახტი ანაღვლებდა! ოდნავადაც კი არ შეუწუხებია თავი! ჟანა კოცონზე დაწვეს და აი ესე უსამართლოდ დასრულდა ფილმი!
ზოგად საკაცობრიო თემებზე მინდა ვისაუბრო! ამ ფილმთან დაკავშირებით. აი, ადამიანები რა უაზრობების გამო დაობენ. მიწების და ტერიტორიების გაყოფის გამო ხალხი ერთმანეთს კლავს, იბრძვიან, ომობენ, და რატომ ??? არ შეუძლიათ რომ მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარონ ერთმანეთთან და ერთმანეთი არ მოკლან?! ერთმანეთს კლავენ მიწებისა და ტერიტორიების გამო! რა თქმა უნდა , უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არა ისე რომ სხვას ტერიტორია წავართვათ.
24 ოქტომბერი
ძცირფასო დღიურო! დღეს 24 ოქტომბერია! საღამო მშვიდობის! ამ ღამეს უცნაური სიზმარი დამესიზმრა თითქოს მე და ჩემი მეგობარი ეკა ერთად ვიყავით სასეირნოდ.
უკვე მოსაღამოვებული იყო ჩვენ ქუჩაზე რომ ამოვიარეთ და შემდეგ ვიღაც უცხო ქალის ეზოში შევედით, არ მახსოვს რატომ. მერე გავაგრძელეთ გზა და შემდეგ გამახსენდა, რომ სადეზინფენქციო ხსნარი დამრჩა ეზოში, სულ სავსე, ახალი ნაყიდი და უკან გავბრუნდი. რომ დავბრუნდით, ვიფიქრეთ იმ ქალმა ცუდად არ გაგვიგოსო, რომ ცუმად ვიპარებითო და დავუკაკუნეთ. ვუთხარით, რომ აი სადეზინფენქციო ხსნარი გვქონდა დარჩენილი და უკან გამოვბრუნდით. იმ ქალმა კი უშნოდ გამოგვძახა ეზოში არ შემოხვიდეთ, ახალი გასუფთავებული მაქვს, სტუმრები მომდიანო. მე მაინც უცბად დავტაცე ხელი ხსნარს და მე და ეკუნა უცებ გავიქეცით! ის კი უკნიდან მოგვსდევდა! თან ისე მარდად, რომ თქვენც კი გაგიკვირდებოდათ.
არ ჩერდებოდა გვსდია, გვსდია იქამდე სანამ არ დაბნელდა და ჩვენ ულევ ბუჩქებში არ ამოვყავით თავი!! რის წინაც სცენა იყო გამართული თუმცა, სცენა ცარიელი იყო, იქ კაციშვილის ჭაჭანება არ ისმოდა. მხოლოდ ბუჩქების სიჩუმეს გაიგონებდით. ძალიან უცნაური სიზმარი იყო. ისე შემეშინდა სწრაფად გავიღვიძე და დედასთან გადავწექი. აი ასე დასრულდა ჩემი ულევი და გაუთავებელი სიზმარი და როგორც იქნა ფინიშამდე მივაღწიეთ.
დღეს დილით ადრე გავიღვიძე. დედაჩემი და ჩემი ძმა რომ გაგვეცილებინა ვეკუას სკოლაში. უკან რომ დაბრუნდნენ, დედა და ნიკო თან ტორტი წამოაყოლეს. ამ დროს ნიკომ ჩუმად ჩემი დის დაბადების დღის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა გამაცნო.
შემდეგ მამამ დამირეკა და მითხრა რომ მოვიდოდა ჩვენთან და წაგვიყვანდა. სიხარულისგან ცაში ვხტოდი. ძალიან მიხაროდა. ბევრი ვემზადეთ თუ ცოტა მოვიდა და წაგვიყვანა. მე წინ დავჯექი ისე მიხაროდა. ვიცი ამ ყველაფერში ისეთი არაფერია სასიხარულო, მაგრამ ჩვენ ადამიანები ყოველთვის უნდა ვეცადოთ რომ წვრილმან რაღაცებში ვეძებოთ ბედნიერება და სიხარული. თუნდაც სულ პატარ-პატარა რაღაცებში. გზაში პროდუქტებიც იყიდა მამამ. მოვედით სახლში.მე ეზოში დავხტოდი. აქ იმდენად საფრთხის წინაშე არ ვიდექით ვირუსთან დაკავშირებით. შემდეგ სახურავზე ავძვერით მე და ჩემი ძმა და ყურძენი დავკრიფეთ. მთელი ეზო ყურძენი მაღლა ბევრად უკეთესი ფერადი მწვანე და შავი ჭერივითაა გაკეთებული. ისეთი ლამაზია! სახლში რომ შემოვედი, ბებომ ხინკალი დამახვედრა და მემგონი მეც პირველად მომეწონა ის. ასევე განსაკუთრებული იყო მე და პატარას შეხვედრის ემოციებიც. ახლა კი ვზივარ და დღიურს ვწერ. თუ საღამოს რაიმე მნიშვნელოვანი მოხდება აუცილებლად შეგატყობინებ.
25 ოქტომბერი
ძვირფასო დღიურო!
დღეს 25 ოქტომბერია! სუადღე მშვიდობის!დღეს 10საათზე გავიღვიძე დავითის ჭიჭყინმა გამაღვიძე. ვისაუზმე და მეცადინეობას შევუდექი. გადავწყვიტე სამოქალაქო განათლებით დამეწყო. ჯგუფებზე ვსწავლობთ. გავეცანით საინიციატივო ჯგუფებს სხვადა-სხვა თემებზე.სხვათა შორის მეც მინდა მსგავსი საინიციატივო ჯგუფი ჩამოვაყალიბო თუნდაც ის 2 ან 3 წევრისგან შედგებოდეს. მე ისედაც ძალიან ბევრ სინიციატივო ჯგუფებს ვიცნობდი ახლა უფრო მეტიც გავიცანი.
როგორც გითხარი ამ დღიურის დაწერა ჩემი ქართულის მასწავლებლის დავალებაა. თუმცა იმდენად შემიყვარდა, რომ გადავწყვიტე გავაგრძელო დღიურის წერა. ახლა ამ დღიურს საიტზე www.blogspot.ge -ზე ვანთავსებ მალევე უნდა დაგემშვიდობო, რადგან დასამუშავებელი მაქვს ესა ტუ ის საკითხი უნდა შევასწორო რაღაც-რაღაცები. დრო კი მეწურება და მე ჯერ კიდევ ბევრი რამ დამრჩა გასაკეთებელი. რადგანაც შუადღის ვწერ ამ დღიურს მოკლედ მოგითხრობ რის გაკეთებას ვაპირებ.
1. მათემატიკის საკონტროლოს სკაითხებს ჩავუჯდები.
2. თიკასთან წავიჭორავებ
3.გარეთ გავალ და სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ
რაც დრო გავა თანდათან მოვიფიქრებ რითი დავკავდე.
დროებით! მომავალ შეხვედრამდე!😍😍😍
💗💗💗
<3 <3 <3
ReplyDelete