Posts

Showing posts from October, 2023

როგორ აისახება კლიმატის ცვლილება მყინვარების დნობის პროცესზე?

Image
 როგორ აისახება კლიმატის ცვლილება მყინვარების დნობის პროცესზე? რა არის მყინვარი? მყინვარი   დედამიწის   ზედაპირზე არსებული ბუნებრივი  ყინულის  მასაა.  მყინვარი არის იქ, სადაც  თოვლი   ბევრად მეტი მოდის,  ვიდრე დნება და ტემპერატურა დაბალია. არსებობს მყინვარის რამდენიმე სახეობა: ხმელეთის (ანტარქტიდა, გრენლანდია), შელფური და მთის. მსოფლიო მყინვარების საერთო ფართობი ხმელეთის ზედაპირის 11 %-ს შეადგენს. რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და რა გავლენას ახდენს ის მყინვარებზე?      სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილება თანამედროვებისათვის ზოგადსაკაცობრიო საკითხი და ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი პრობლემაა, რაც სამწუხაროდ მყინვარებზეც ახდენს უარყოფით ზეგავლენას. კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზი სათბურის აირებია. ადამიანის საქმიანობა ( გამონაბოლქვის გამოყოფა, ტყის გაჩეხვა, ქარხნების მუშაობის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი და ა.შ.) ხელს უწყობს სათბური აირების(CO2) გამოყოფას, ოზონის შრის შეთხელებას და შესაბამისად, გლობალური დათბობის, კლიმატის ცვლილების ხელშეწყობას.  გლობალური დათბობა უარყოფით გავლენა