21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქად ითვლება. ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ადამიანებთან მარტივად დაკავშირება, მნიშვნელოვანი სიახლეების გაგება, გართობა, და ფაქტიურად, ცხოვრება გაამარტივა. თუმცა ამ და სხვა სიკეთეებთან ერთად ტექნოლოგიებმა ახალი საფრთხეებიც წარმოშვა. უფრო მარტივი გახდა ადამიანის ცნობიერების მართვა, როგორც პოლიტიკური თუ ეკონომიკური იარაღი. დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია ადამიანის გონების მართვის ყველაზე მარტივი იარაღი აღმოჩნდა. დღეს კი სწორედ ასეთ დეზინფორმაციაზე ვისაუბრებთ. 2023 წლის 30 მაისს Facebook “ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მსოფლიო წესრიგის შეცვლის საფრთხის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში წარმოდგენილმა პოლიტიკოსებმა განცხადებები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და სხვა კონტექსტში გააკეთეს. პოლიტიკოსების სიტყვები რეალურად დამახინჯებულია და მათ სიტყვებში სულ სხვა შინაარსი იგულისხმება. მანიპულაციური მონტაჟი გამოყენებულია მცდარი აზრის შესაქმნელად და ადამიანების დასაშინებლად. ვიდეო შეიცავს ყალბ ინფორმაციას. კონსპირაცია მსოფლიო დღის წესრიგის შესახებ &
Posts
Showing posts from May, 2023