Posts

Showing posts from September, 2021

ბედნიერი ქალობა

Image
                        ბედნიერი ქალობა   გაზაფხულიც მოვიდა. მე გაზეთ  "georgian  times"-ში განვაგრძე მუშაობა. ყველაფერი ძველებურად იყო.  უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მე-2კურსზე ვიყავი.  წვიმიან ამინდში, ჩემი ძმა გია მომაცილებდა ხოლმე და სწრაფად თავის სამსახურში გაიქცეოდა.  ჩემთან ერთად ერთი შავტუხა ბიჭი სწავლობდა. ყოველ დილას, სასწავლებელში ჯერ მე შევხედავდი, მერე ის შემომხედავდა და ერთმანეთს გავუღიმებდით. თანდათან უფრო დავვახლოვდით. კინოში მეპატიჟებოდა, მეც მიხაროდა და ბედნიერების თითოეული წამით ვტკბებოდი. გიას ყველაფერს ვუყვებოდი. ჩემ სიხარულს ყოველთვის იზიარებდა.  ეს ამბავიც რომ ვუთხარი, აღფრთოვანებისაგან ცრემლები წამოუვიდა და დედას უთხრა: დედა, მიულოცე ჩვენ პატარა ქეთინოს, ჩვენ პატარა შვილს, მას დიდი გრძნობა ეწვია! ყოველ ღამე შავტუხა ბიჭი მირეკავდა და მეც მთელი ღამე ველაპარაკებოდი. იმ შავტუხა ბიჭმა, გრძელი, შავი, ნუშისებრი თვალებით მომაჯადოვა. კუპრივით შავი თმები მზეზე სპილოს ძვალივით პრიალებდა. თეთრი სახე და წითელი ლოყები მზესავით მძვინვარებდა მის კანზე.   გავიდა დრო.  და