Posts

Showing posts from October, 2020
Image
 20 ოქტომბერი მოკლედ დღიურის შექმნა გადავწყვიტე. სულ მინდოდა შემექმნა და ვერ ვიწყებდი. ხოდა ახლა ამის შესაძლებლობა მომეცა. ჩემმა ქართულის მასწავლებელმა დამავალა. ძალიან მომეწონა ეს იდეა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემი დღიური განსაკუთრებული უინტერესობით იქნება გამორჩეული, რადგან განსაკუთრებით ამ პერიოდშიი ამ ვირუსის დროს ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუმცა, ვფიქრობ, იმისათვის რომ უფრო საინტერესო იყოს ჩემი დღიური, ჩემს ტკბილ  მოგონებებს გაგიზიარებთ. დღეს ბევრი სამეცადინო მქონდა. ჩემ კლასელთან ერთად თიკასთან ერთად ვმეცადინეობდი. ვფიქრობთ, ასე უფრო სახალისოა სწავლის პროცესი. არ ვარ კმაყოფილი ჩემი დროის განაწილების პროცესით. თავისუფალი დრო არ მრჩება. არც იმისთვის, რომ დამატებით ვიმეცადინო ინგლისური. ზოგადად ასეთი ბუნების ვარ. ცუდი ამბები: კორონა ვირუსის ახალი შემთხევევები დაფიქსირდა და ახლა პირიქითაა მდგომარეობა. იტალიასა და გერმანიაში კარგი მდგომარეობაა, ხოლო საქართველოში დაახლოებით 1200 შემთხევვა დაფიქსირდა, რაც საგრძნობლად ზრდის კოვიდის გავრცელების რისკს. ეს კიდევ არაფერი, ჩვენ